ჩემი პირველი

სერია „ჩემი პირველი” აერთიანებს სხვადასხვა თემაზე მომზადებულ ფერად, სახალისო და შემეცნებით წიგნებს. თითოეული წიგნი გათვლილია ბავშვებზე, რომლებიც ახლა იწყებენ ანბანის, რიცხვების, ახალ-ახალი სიტყვებისა და პატარა ლექსების სწავლას. გარდა ამისა, სერიის წიგნები შესაძლებელია მშობლებმა თავად წაუკითხონ თავიანთ პატარებს, სანამ ისინი დამოუკიდებლად კითხვას შეძლებენ. წიგნები გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით, რაც კითხვის შესწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.